ძველ ხიბულაში მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა


19 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობის შესახებ საპროექტო წინადადებას დაუჭირა მხარი.
ძველ ხიბულაში მოსახლეობასთან კონსულტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
მერმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული, 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერეს.
#სოფლისპროგრამა2020