"ელენე ხოშტარია სამარცხვინო ადამიანია, გადაადგილების უფლებას მიზღუდავს, ამის უფლება ვინ მისცა?"

თბილისი: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია პარლამენტში სამართალდამცველების დახმარებით შევიდა.
დეპუტატი შენობაში შესვლას ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებული შესასვლელიდან ცდილობდა, როდესაც მას აქციის მონაწილეები შეძახილებით „მონა“ შეხვდნენ და ცდილობდნენ, პარლამენტში არ შეეშვათ. 
როგორც დაჩია ბარაიამ განაცხადა, მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა.
"ელენე ხოშტარია სამარცხვინო ადამიანია. გადაადგილების უფლებას მიზღუდავს, ამის უფლება ვინ მისცა? ვეჭიდაო, ვეჯაჯგურო? სამარცხვინო ადამიანების გამო გადაადგილების უფლებას ვერ შევიზღუდავ. აქციის მონაწილეებს ვერ ვკითხავ, თითი რას დავაჭირო და რას არა“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.