რაფიელ ერისთავის ჩანაწერები „მალანურობის“ შესახებ

მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი (1824-1901) 1857 წლიდან 1867 წლამდე ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სამეგრელოში საგლეხო რეფორმის გატარებას. 
რაფიელ ერისთავი მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა ზუგდიდის მაზრის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც. რაფიელ ერისთავი შეეცადა კარგად შეესწავლა ეს მხარე. აღწერა სამეგრელო გარკვეული მონაკვეთების მიხედვით: ანაკლიიდან ზუგდიდამდე, ზუგდიდიდან კვაშიხორამდე, კვაშიხორიდან მარტვილამდე, მარტვილიდან ხონამდე. რაფიელ ერისთავს მოცემული აქვს ადგილთა გეოგრაფიული სახელწოდებების ეტიმოლოგია, უძველეს ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ამ მხარის საეკლესიო ნაგებობანი, მონასტრები, ამ ეკლესია-მონასტრებში დაცული როგორც რელიგიური, ასევე ისტორიული ნივთები, უძველესი ხელნაწერები. ხობის მონასტრის აღწერისას მოხსენებულია საწინამძღვრო ჯვარი, შემკული ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით, რომელიც XII საუკუნის ჭედური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს.

რაფიელ ერისთავი დაინტერესებულა „მალანურობის“ რიტუალით და სოფელ ბიაში გამართულ სახიობას დასწრებია.
გთავაზობთ რაფიელ ერისთავის ჩანაწერებს „მალანურობის“ შესახებ.
სამეგრელოს შინა, მახლობლად ხობის მონასტერთან აღმოსავლეთით, არის ერთი მცირე, ფრიად მაღალი, თვალსაჩენი {მთა}, სახელად ბია, საიდანაც იხედებიან უმეტესი ნაწილი მეგრელიისა და გურიის ქვეყნებიდან. აქა არის პრიხოდის ეკლესია წმინდის მთავარანგელოზისა, საცა მდებარეობა ადგილისა შეიცავს არა უმეტეს მეოთხის ნაწილსა ვერსტისასა. ადგილი ესე პირის პირ დასცქერის შავს ოკეანეს ოზურგეთიდან. მოჩანს ფოთი, ყულევი და ანაკლია, ვიდრე აფხაზეთის სამთავრომდინ.
აქა უწყიან საზოგადოდ უხსოვარის დროიდან შეკრებილება მახლობელთა მაღალ-მდაბალთ მცხოვრებთა. შემდეგ მარიობისა, ესე ღვთის მშობლის მიცვალების დღესასწაულობის გათავებისა, აგვისტოს 20-ის რიცხვიდან 23-მდინ, სადაც შემოიკრიბებიან არა მცირენი ორთავე სქესთანი.
დღესა კვირიაკესა, შემდეგ შუადღისა, შაიყრებიან მუნივ მცხოვრებნი ორისავე სქესისანი, საყვირის ცემით, მით რო არავინ დაავადდეს მათგანი დროსა მალანურების დანიშვნისა. როცა ყველანი შაიკრიბებიან, მაშინ იქნება წინაშე მათის ეკლესიის კარისა, აღმორჩევა და დაყენება მალანურთა.
თორმეტთა პირთა უცოლო ყმაწვილთა, თვითქმის რომელთა ყვანან დაწინდულნი, ამითაც არ მიიღებიან მალანურად. მალანური აღმოირჩევა და დაიდგინება თვით მეხატურთაგან, რომელთაცა ამ შემთხვევაში უპყრია ხატი ტაძრისა მათისა. მალანურნი აღმოირჩევიან ექვსი მეფის მხრით, ესე იგი თავადთა ჩიჩუათა ყმათაგანი, ხოლო ექვსნი დადიანის მხრით,  (ესე იგი) ხობის მონასტრის საეკლესიო ყმათაგანი, შემძლეობით თანასწორნი. ამათგანი ერთი დაინიშნება დადიანად და მეორე მეფედ, რომელთაც მიეცემა ხუთი თანამხლები.
შემდეგ დანიშვნისა მალანურთა იწყებენ მეხატურნი წინაკარიდგან ლოცვასა ერთად მალანურთა და სხვათა მამრობით სქესისათა.


მ ო ქ მ ე დ ე ბ ა
1.      მეხატურ დავით შონიას უჭირავს ტაძრის ხატი;
2.      სტაროსტარ გურიშია იოსავას - მეორე მთავარანგელოზის ხატი;
3.      იორდანე იოსავას - მათი ბავრაყი;
4.      კუნჭულია იოსავას - საყვირი.
ესენი ერთად მალანურთა და სხვათა ერთანათა იწყებენ ეკლესიის ირგვლივ შამოვლას.
მალანურნი უნდა იქმნენ აქედანცა მარხულობით, თავი და ფეხშიშველნი, რომელთაც მხოლოდ ექნებათ პლატოკი თავზედ შამოხვეულნი. ამასთანავე მაჭუკნი, ესი იგი თითო საჟენი თხილის ჯირითნი, ჭრელად შეღებვილნი და მათთან უნდა ქონდენ სიგრძით თითო ვერშოკი ბაჭყაჭი, ესე იგი, რვა თუ ცხრა წელში პირად გაჩლეთილი და გათლილი მოკლე ჯოხი. მეხატური დავით შონია დასდგება ეკლესიის კარზედ. დასავლეთით მაყურებელი ერთად დაილოცამს მეგრულად, პირველ ხელმწიფისა, დადიანისა, მებატონეთა, მათთა და განსაკუთრებით მათის ეკლესიის შემავალთათვის. ამათ ზედა ზღვის და ხმელეთს შინა რაც ნივთი და საქონელი იპოვება სასარგებლოდ მათდა, მათ პოვონ; და აგრეთვე მშვიდობიანობასა საზრდელთა იეფობასა და ილოცავს კეთილ მიმთხვეულობათა. ხოლო სხუანი, მუნ მყოფნი, ერთად მალანურთა თან მიუგებენ ამინსა: გრძლად, ზუზუნით. დაუკრავენ სამჯერ საყვირსა, დაიწყებენ მარჯვნით იმრგვლივ შამოვლას, ლექსითა ამით ერთისა ხმით გაუწყვეტლად: აის, გაის, აის გაის და ოთხთა მხარეთა ეკლესიითა. ერთი მათგანი ხმა მაღლად, გრძლად დაურთავს ხოვირიელეისო: გაბმით აისაგაისა, აისა გაის და რა დაუპირდაპირდებიან სამხრეთით ეკლესიის კარსა, მაშინ ერთი მათგანი კიდევ დაიყვირებს გრძლად და იტყვის: ლუისო სო-კირიელეისო. მაშინვე მეხატურისა თანავე ერთად და დაბრუნდებიან მარჯვნივ, და კვალად იწყებენ განუწყვეტლად: აისა გაისა, აის გაის-გაის და დაუკრავენ სამჯერ ბუკსა და მასვე იტყვიან: აის გაის, გაის, ვიდრე სამჯერ იმრგვლივ შამოტარებამდინ. მსგავსამდე იზამენ ოთხთა მხარეთა ეკლესიითა, როცა გაათავებენ სამჯერ შემოვლას. რა რა მივლენ ეკლესიის წინა კარზედ, შეჩერდებიან და ერთი მათგანი, ესე იგი კუნჭულია იოსავა, დადგება მათ შორის შუაშიდ, დააბჯენს ჯოხს მიწაზედ, რომელთანაც მალანურთაცა ექმნებათ თავიანთი ჯირითი დაბჯენილი თავმოყრით ქვე მხედველნი. მაშინ კუნჭულია დაიყვირებს ბოხის ხმით, გამოუჩენარის ლექსით, ესე იგი ლეისო. გაიცინებენ: ჰა, ჰა, ჰა, ჰა და შეასვენებენ ხატსა და ლერწამზედ მომცრო ბოლო მათს ბავრაყსაცა შაიტანებენ ეკლესიაში. ერთის მხრით მეფე და მეორის მხრით დადიანი დასხდებიან მათის თანმხლებით. გამოარჩევენ პირნი მოციქულნი. მოვლენ მეფესთან და ეტყვიან: ვინ ხართ მანდ მსხდომარნიო და რისთვის მოსულნი?
მეფე
შაუთვლის დადიანს. მე ვარ მეფე აქ მოსულ ვარ ჩემს მამულსაო და თქვენ ვინა ხართ და რა გინდათო?!
დადიანი
მეფე როგორ არის და ან მის მამულს აქ რა უნდაო?! მე ისინი კურზუვალს მყავდა და ძაღლების მწყემსად მყავს და ჰკითხეთ, ძაღლი არ დაჰკარგვოდეს. და თუ დაეკარგა, მონახონ. დოგორან და ჯოღორს ქემიოჩანუანია.
მეფე
კურზუვალს ჩვენ არა გვიგავს და თვით ჰგვანანო. ისინი აქ გალავნის ნეხვის მწმენდელად დავსტოვეთ და მასთან ბატის მწყემსად დანიშნული იყო და, თუ დაეკარგათ, ვაი მათს შავსა ბედსაო.

დადიანი
დიახ, მე ვარ მეფე ბუტბუტობენ, კაცსა არ გვანან; ვითამ გონებენ მეფედ და თუ მართლა მეფეა, ღამეს გავათევინებ ხვალ გათებამდინ, მაშინ გაქრენო.
მეფე
დიახ, მე ვარ მეფე, და კიდეც მე უნდა ვუფლობდე ამისთანა კარგს ალაგსო. და თუ ჩხუბი გნებამთ, მაგრამ საომრად საკმაო არა ხართო.

დადიანი
ბევრს თუ გააგრძელებთ, როგორც ვკმარივართ, ჩვენ ვიცითო. აქეთ მეფე და მისი მხლენი, იქით დადიანი და მისი ვეზირნი ადგებიან.
გამოიქცევა მეფე მისი ვეზირით, დაეჭიდება დადიანს, ხოლო სხვანი ერთი მეორესერთად და ამასობაში იქნება, უკეთუ მოხმარა მოხდება მაშინ, ჩხუბიც გააჩინონ. დღეს დაღამებამდის ასრე გაატარებენ. მალანურნი და მათი მსახურნი დარჩებიან ეკლესიაში - და ეს მრთელი ღამე სულ სიმღერით და შექცევით უნდა გაატარონ. ხოლო სხვანი წავლენ. ცისკარზედ მალანურთა უნდა გაატარონ. ხოლო სხვანი წავლენ. ცისკარზედ მალანურთა უნდა შამოუარონ ეკლესიას ბუკის ცემით და მათებურად ლოცვით, ესე იგი ჩქარის სიტყვით: გაის, გაის, გაის, ვიდრე ირგვლივ შამოტარებამდინ.
ორშაბათს, მეათის საათითგან იწყებენ კვლავ შამოკრებას. მესამე საათამდინ საკმაოდ შაიკრბებიან, სადაცა დღეს უნდა მოხდეს კაკვის გადაზიდვა მალანურთაგან. მეოთხე საათზედ შემოიტანებენ კაკვსა, მოურავის თანდასწრებითა და დასდებენ გაზომილს ადგილასა, მეტნაკლებობა თუ გამოაჩნდათ რომელიმე მხარეს კაკვის მიცემაზედ, მაშინ უცილოდ ჩხუბს მოახდენენ მალანურნი. როცა შამოიტანენ კაკვს და დადებენ, მაშინ საწყალნი მალანურნი შიშნეულნი და ფერმკრტალნი და დაკუდვნილნი (არიან ).
კაკვის არის ორი საჯენი მომსხრო მაგარი ჭოკები, ერთი მეორედ გარდაბმული და დასკვნილი ღელერჭით, ესე გამოიტანება და დაიდება საშვალს ადგილზედ.უყურებენ თუ  როდის მიეცემა მათ  სავალი გზა. ვინემ ორ ნაწილად არ გაიყოფიან ცხენოსანნი და ქვეითნი,მანამ არ ეცემათ ნება, ამათგანნი მეფის მხარენი, ესე იგი, თავადნი ჩიჩუანი, მათი აზნაურნი და მსახურნი ემზადებიან, უკეთუ საჭიროდ დაინახეს მისაშველებლად მეფისა, მსგავსადვე დადიანის მსახურნიცა  საეკლესიო აზნაურნი  და ყმანი დიდი წადილით ემარაგებიან მოსახმარებლად დადიანსა ,  როცა  შემოიტანენ  კაკვსა  და დადებენ დანიშნულს ადგილასა  უჩვენებენ მალანურთა, მასინვე დაუზოგავად თავისა გამოიქცევიან ეკლესიის კარიდგან,   სადაცა  კაკვი იქმნება ორმოცდაათს ნაბიჯზედ ,   თვითქმის   ოთხიც არ მოვა  ისეთი,  რომელიც არ დაეკრას ცხვირი ქვაზედ, თუმცაღა ბევრი იტკინონ, მასინ არ ახსოვთ  საწყალი მალანურთა და დაიძგერებიან  და გასწევენ  დადიანი და მისი მხლენი სამხრეთით,
ხოლო მეფე  და მისი თანმხლები ჩრდილოეთით, ან უნდა გარდაზიდონ ერთი მეორედ, ან უნდა გასქდეს  ის კაკვი, ვინიცობაა თუ ვერცა ერთმა  მხარემ  ვერ გადაიტანეს, მაშინ მათ -მათნი მხარენი მხარენი გამოვლენენ მოთმენისაგან,მიესველებიან და დაერევიან ცხენოსანნი და ქვეითნი, შეეტენებიან  და გასწევენ   მათ მათის მხარესაკენ . და  დაურთავენ ერთმანეთს კეტებს  და მათრახს და დაასივებენ ერთი მეორეს  და უეჭველია  ერთი მხარე გადაიტანს კაკვს. და რომელიცა  მხარე გაიტანს, ერტდ შეიკრიბებიან  და შექმენ სიმღერას   და მხიარულებას, ხოლო მეორე მხარენი იქმნებიან დაღონებულნი, ეს მესამე წელიწადია რაც რომ მეფემ წაიღო,ესე იგი, საჩიჩუელებმან და იტყვიან, რომ უთუოდ   მოსავალი და ხორაგობა მრავალი იქმნებაო, შემდეგ ისევ მეგრულ სიმღერას, ცეკვას და ჯირითს (გამართავენ ),  დარამებიდან შეექცევიან სიმღერას, ხოლო მალანურნი  დაადგებიან ეკლესიის კარზედ და დალოცამენ თითოეულთ მისრულთა,ვინც კი მივლენ და დაალოცვინებენ თავსა  ასე  გონებენ  რომ,   თუ  მალანურთა  არ  არ დალოცეს, ვერ იცოცხლებენ დაულოცველად, და თუ   გადასცემს ვინმე , უთუოდ   ერთი წლის განმავლობაში მოკვდებაო. მალანურთა  სალოცველოს აზლევენ იმდენს , რამდენსაც ხატს შესწირავენ.
 დღეს კიდევ შამოირბენენ ეკლესიას, როგორც წინათ, ამესღამ აქა დარჩებიან  მალანურნი, ხოლო სხვანი წავლენენ.
სამშაბათს,   პირველ საათამდინ, შეიკრიბებიან სხვა და სხვა მხარისა მრავალნი და უნდა გაატარონ ეს დღეცა სიმღერით და ცხენის ჯირითით. მეორე საათზედ ერთად მალანურით მოვლენ ეკლესიის წინა კარზედ, მეხატურნი შევლენ ეკლესიაში, გამოასვენებენ ხატებთ და მათთან ბავრაყს და ბუკს გამოიტანენ, მეხატური დავით შონია იწყებს მეგრულ ლოცვას, ხოლო სხვანი მიუგებენ ამინსა ზუზუნით და იწყებენ ირგვლივ შემოტარებას. ერთი მათგანი, ვითარ წინედ ხმას ყოფს და იტყვის: სო კორიელო, და დაბრუნდებიან მარჯვნივ და გაუწყვეტლად ხმისა იტყვიან, აის  გაიისა, გაის, გაის, ვიდრე სამგზის შამოვლამდინ და ყოველ მეხუთე ნაბიჯზედ მებუკე გრძლად ბუკსა სცემს.
   როცა სამჯერ შემოვლას გაათავებენ, მაშინ ეკლესიის წინა კარიდან იწყებენ ექვსი ყაზახი გრძლად ვითომ გალობას, მაგრამ უფრო სიმღერას გავს მათი გალობა. ორნთა მეხატურთა უჭირავს ორნი ხატნი, მესამეს ბავრაყი და მეოთხეს ბუკი და ექვსნი ვითომ მგალობელნი. ამათ თან მიყვებიან მალანურნი და ერთიან მათის ეკლესიის მრევლნი, ესე იგი მამრნი.ეკლესიის კარიდგან, სადაც გუშინ კაკვი იდვაიქამდისინ უნდა მივიდნენ მათის გალობით და იქიდან მარჯვნით მობრუნდებიან და რომელნიმე იძახიან გაის, გაის, გაის და სხვანი გაისვე გალობენ. იქით და აქეთ ყოველს მეხუთე ნაბიჯზე ბუკს დაუკრვენ და რომ რომ დაბრუნდებიან, მაშინ მალანურთა გზას უტიებენ და ერთიან გამოიქცევიან. როცა მოიწევენ ეკლესიის მახლობლად, მაშინ თითოეულმა სირბილით უნდა ისროლონ თავიანთნი მაჭუკვნი და  გარდაავლონ ეკლესიასა ტავზედ.  გაუჩერებლად, თითოეულმა გაქცევით უნდა აიღონ თავიანთი მაჭუკნი და უნდა გაიქცნენ სადმე წყალზედ ტანის საბანებლად. ამ სირბილში იქმნება რომელიმა მათგანმა ვერ გადავლო წლისთვის ვერ მიაწევსო იგი. როცა ბანაობას გაათავებენ მალანურთა, მეხატურნი მიეგებებიან ხატით და დროშით წამოიყვანებენ გალობით და დააყენებენ აღმოსავლეთით, ესე გარეთ საკურთხვევლის პირდაპირ. და ამ დღეს აქ დარჩებიან ვიდრე დაღამებამდინ და იქ ილოცვენ, ხატს ისევ ეკლესიას სეასვენებენ, ხოლო სხვანი შეექცევიან სხვა გვარად თამაშსა და სიმღერასა, დაღამების დროზედ წავლენ თავიანთს ადგილებსი და ბინებში და ამით გათავდება მათი ბიობა.
  წყარო:
1       რაფიელ ერისთავი, ფოლკლორულ ეთნოგრაფიული წერილები. 1986წ.
2    „რაფიელ ერისთავი და საქართველოს ისტორიული სიძველენი“, მანანა რაზმაძე. კრებული ამირანი N14-15, 2006 წ.