სპორტული ფესტივალი „სპორტი ყველასათვის“ ხობი -2019 (ვიდეო)

ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჭაბუკთა და გოგონათა გუნდების მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირი, ხოლო ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის პირველობა მძლეოსნობაში ჩატარდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ფედერაციის მიერ დაწესდა სპორტის მასწავლებლის აწ გარდაცვლილი მერაბ კიტიას სახელობის პრიზი. სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მძლეოსნობა და დაჯილდოება ვიდეო


საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოება ვიდეო