საკრებულოს სხდომა

26 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის თანახმადაც სამართლებრივი მომსახურეობის ეფექტურად და დროულად მისაღებად, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ გადაეცა ქ. ხობში, ც. დადიანის ქ. N185_ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე განთავსებული 19.14 კვ.მ საოფისე ფართი. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს განათლებისა და განვითარების ცენტრი ,,თოლისკური“, რომელიც ახორციელებს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, შემდგომში დაგეგმილი აქვს ახალგაზრდობის გადამზადება სხვადასხვა საქმიანობაზე. საქმიანობის ნორმალურად წარმართვის მიზნით განათლებისა და განვითარების ცენტრ ,,თოლისკურს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 98 კვ.მ ფართი, სარგებლობის უფლებით, 2 წლის ვადით. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.