მერი საჯიჯაოს N1 სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

✔ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში სველი წერტილების მშენებლობა მიმდინარეობს 
✔სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა 
✔სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო 
✔ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული 
✔პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 35480 ლარს შეადგენს 
✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.