ზემო ქვალონში ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

✔ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა ✔პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა 
✔ბაღის რეაბილიტაციაზე 49521 ლარამდე დაიხარჯა 
✔სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა 
✔კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.