წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღე (გურიფული)

28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე  წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ პარაკლისი გადაიხადა.