ხობში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ხობის #2 საბავშვო ბაღიდან ორი ტელევიზორი მოიპარეს. როგორც რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, პოლიციამ ქურდობის ფაქტი უკვე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება  სსსკ 177-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

წყარო: http://www.radioatinati.ge/regioni/article/69322-khobshi-sabavshvo-baghi-gaqurdes.html

ხობის #2 საბავშვო ბაღი გაქურდეს

ხობის #2 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია ორი ტელევიზორი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ქურდობის ფაქტი უკვე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/552034-xobis-2-sabavshvo-bagi-gakurdes

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!