ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ჯგუფი ,,ქართუს“ წარმომადგენელი ნუკრი ხასია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმდომარის მოადგილე გოჩა სიჭინავა გაეცნენ. ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.