დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული ხობში (ვიდეო)


დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში  ხობში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ფლეშმობი მოაწყვეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბავშვებმა   გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, წყლის და ჰაერის დაბინძურების, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების, განახლებადი ენერგიების და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.  ახალგაზრდა მომღერლებმა გიტარაზე ქართულ და უცხ  ენაზე სიმღერები შეასრულეს.
     9 აპრილის ხეივანში საჯარო მოხელეებმა დარგეს მარადმწვანე ხეების ნერგები და დაასუფთავეს პარკის ტერიტორია. ღონისძიებებს  ხობის მაჟორიტარი  დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და  მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.











































ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!