ზემო ბიაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა


ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბიაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
შიდა სასოფლო გზა ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა. ინფრასტრუქტურული პროექტი,საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 44546 ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1325000 ლარი გამოეყო.