საჯარო შეხვედრა მოსახლეობასთან


მიმდინარე წლის 28-31 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აწყობს საჯარო შეხვედრებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან. შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კომიტეტის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და იმ სიკეთეების შესახებ, რომლებიც აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

კვირეულის ფარგლებში, 28 იანვარს, 16:00 საათზე, დაგეგმილია შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!