თორსაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
. პროექტის შესაბამისად:
 ▶ 4750 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი
 ▶ მოეწყო რკინა-ბეტონის მილ-ხიდები და ეზოებში შესასვლელები
▶ დამონტაჟდა საგზაო ნიშნები
 ▶ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1.367.606 ლარია
 ▶დასაქმდა ადგილობრივი მუშახელი
. სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა კურორტ ანაკლიასთან დასაკავშირებლად.
2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 61 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია.