ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას საახალწლო მილოცვა

ძვირფასო ხობელებო! დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ქართველებისათვის ეს დღესასწაული ტრადიციულად ასორცირდება უკეთესობისკენ მუდმივ სწრაფვასთან, საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ესაა ღირებულებები, რომლებმაც ჩვენს ხალხს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო ცივილიზაციაში და მოგვიყვანა დღემდე. ეს გენეტიკური ძალა გვაერთიანებს ჩვენი მომავალი განვითარებისა და კეთილდღებობისათვის ბრძოლაში, რათა ვაშენოთ ქართულ ტრადიციებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული ძლიერი სახელმწიფო. ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას გვაქვს რეალური საფუძველი მოგმართოთ ჩვენს მოქალაქეებს საახალწლო დაპირებებით, რომ თქვენი კეთილდღეობისა და ეკონომიკური აღმავლობის გასაუმჯობესებლად კიდევ უფრო მეტი ეფექტური და მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტები განვახორციელოთ...გილოცავთ და გისურვებთ, რომ დამდეგი ახალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერების, დღეგრძელობის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ყოველი თქვენთაგანისათვის! 

პატივისცემით 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა