ეროვნულ ბიბლიოთეკაში არქეოლოგიური საანგარიშო სესია გაიმართა

19-21 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რიგით მეორე არქეოლოგიური საანგარიშო სესია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შესახებ ანგარიშები აუდიტორიას არქეოლოგებმა რევაზ პაპუაშვილმა (პირველი მაისის ტერიტორიაზე ,,მაჩხომერის'' მთა), რევაზ კვირკვაიამ (ძველ ხიბულაში საქანთარიოს ოხვამე) და გიორგი მახარაძემ ( ხეთის „ჯეგეთა“) წარუდგინეს. 2018 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისა და დაზვერვითი სამუშაოების ანგარიშები 3 დღიანი ფორუმის მსვლელობისას აუდიტორიას 80-მდე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა წარუდგინა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია ესწრებოდა.

www.khobi.ge