მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა


ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი  მოადგილე ვარაზ გაბედავა ქვემო ქვალონისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
   ხეთაში, ღელე დარჩაღალუს 2 კილომეტრიანი მონაკვეთი ამოიწმინდება, აშენდება რკინა-ბეტონის მილხიდი, ხიდ-ბოგირი და ნაპირდამცავი გაბიონი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  98 925 ლარს შეადგენს. ხოლო, ქვემო ქვალონში შიდასასოფლო გზაზე დაიგება ასაფალტის საფარი, რაზეც 186 700 ლარი დაიხარჯება.
    ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო სამუშაოები თებერვლის პირველ რიცხვებამდე დასრულდება.