ქალაქ ხობში გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს


ქალაქ ხობში გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს. შპსხობი დასუფთავება და განათება თანამშრომლებმა ქალაქის სკვერებსა და პარკებში სხვადასხვა ჯიშის (ფიჭვი, სოჭი, ღვია) 140 ძირი მარადმწვანე ხის ნერგი დარგეს. უახლოეს დღეებში სკვერებში, ზამთარში მოყვავილე ტიტებიც დაირგვება.
ხის და ყვავილის ნერგები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით იქნა შეძენილი.