„ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport) კალენდარი- ხობი 2018

“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
“ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActiveდა მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.
“ევროპის სპორტის კვირეულს“ უერთდება ხობის მუნიციპალიტეტიც. 23-30 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

23 სექტემბერი

12:00 საათი - კვირეულის გახსნა
12:15 - მაგიდის ჩოგბურთი (ხობის კულტურის სახლის ფოიე)
12:30 - მკლავჭიდი („ჭადრების ხეივანი“)

24 სექტემბერი

11:00 - ბადმინტონი (ქ. ხობი)
11:00 - შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში (ქვემო ქვალონის სპორტული დარბაზი)
12:00 - ჭადრაკი (ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზი)

25 სექტემბერი

15:00 - პირველობა მინიფეხბურთი (ქ. ხობი-ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი)
15:30 - პირველობა მინიფეხბურთი (ხეთა - გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონი)

26 სექტემბერი

,,სპორტული საღამო‘’ - ქალაქი ხობი
19:00 საათიდან
შაში
მკლავჭიდი
გორგოლაჭებზე დგომა
სახტუნელა

27 სექტემბერი

11:00 - ქალაქი ხობი
მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში

28 სექტემბერი

12:00 - შაში (ხეთა)
12:00 - ბადმინტონი (ხეთა)

29 სექტემბერი

12:00 - შეჯიბრება კრივში (საჯიჯაოს კულტურის სახლი)

30 სექტემბერი

11:00 საათიდან სპორტული აქტივობები
18:00 - „ევროპული სპორტის კვირეულის“ დახურვა (დაჯილდოების ცერემონიალი)