ახალგაზრდული იდეის ორი გამარჯვებული პროექტი

2018 წელს ევროპის ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდული იდეების კონკურსში ხობიnews-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა სესილი სიჭინავამ და თათია ჟიშკარიანმა მიიღეს მონაწილეობა იდეების კონკურსში, სადაც გაიმარჯვეს შემდეგი პროექტებით:
სესილი სიჭინავა - ,,მეტი შესაძლებლობები შშმ პირებს“. პროექტი გულისხმობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ლოგოპედის ოთახის სრულ რეაბილიტაციას და მის ინვვენტარით აღჭურვას.
თათია ჟიშკარიანი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. პროექტის ფარგლებში მეორე საჯარო სკოლის ველოსიპედით მოსარგებლე მოსწავლეებისთვის გაკეთდა სადგომი.

მიუხედავად სირთულეებისა, ორივე პროექტი წარმატებით დასრულდა და დღეს ხობის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვებისთვის არსებობს ერთადერთი ოთახი, სადაც მიიღებენ ლოგოპედისა და ფსიქოლოგის საჭირო მომსახურებას. ასევე ველოსიპედით მოსარგებლე მოსწავლეებს მოეხსნათ სკოლაში ველოსიპედების დაყენების პრობლემა.