გურიფულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. პროექტის შესაბამისად: 850 მეტრ მანძილზე დაიგება ბეტონის საფარი მოეწყობა მილხიდები და მოსაცდელი სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 160 ათასი ლარია ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.








ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!