ქარიატაში ნაპირდამცავი ნაგებობა შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა ქარიატაში ნაპირდამცავი ჯებირის (ქვაყრილის) მშენებლობა მიმდინარეობს. 
▶ პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 301 500 ლარია
▶ ჯებირის სიგრძე 90 მეტრია 
▶ წყალდიდობის დროს დაცული იქნება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჩამორეცხვისგან 
▶ პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება 
▶ მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.