გაღმა საჯიჯაოში ხიდი ჩაინგრა

📌ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გაღმა საჯიჯაოში მდინარე ზენიძგაზე სამანქანო ხიდი დღეს ჩაინგრა და სოფელთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. 📌საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა (გოგი) ქაჯაიასთან, მერის წარმომადგენელთან ედიშერ ფოცხორაიასთან და მთავარ სპეციალისტთან ჯამბულ კვარაცხელიასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და გაეცნო შექმნილ ვითარებას.
 📌მოხერხდა მდინარეზე გადასასვლელი ალტერნატიული დროებითი გზის გაჭრა. როგორც მაჟორიტარმა აღნიშნა, ჩანგრეულ ხიდზე საფეხმავლო ბილიკის დამაგრება ხვალ დაიწყება. ხვალიდანვე დაიწყება მეორე ალტერნატიული დროებითი გზის მოწყობა. პარალელურად დაჩქარებული წესით განხორციელდება ჩანგრეული ხიდის აღდგენა-მშენებლობა. 
📌არსებობს სოფელთან დამაკავშირებელი მეორე ხიდიც, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

წყარო: https://www.facebook.com/pg/GDDachiBeraia/photos/?tab=album&album_id=504841739961875













ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!