საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად: ▶ 3770 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი 
▶ მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები 
▶ სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 86 ათასი ლარია 
▶ მუშაობს 3 ერთეული მძიმე ტექნიკა 
▶ დასაქმებულია 15 მუშახელი
 ▶ პროექტს შპს „ბორი 85“ ახორციელებს.