მუნიციპალური პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის


ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარე ვარაზ გაბედავასთან და კომისიის წევრებთან ერთად, ჭალადიდის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს. 2018 წელს, აღნიშნული პროგრამით 8 ბენეფიციარმა ისარგებლა.