ჩამობრძანებულია წმინდა ნაწილები, რომელსაც ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსსა და საპატრიარქო რეზიდენციას მუდმივ მფლობელობაში გადასცემენ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაიწყო დელეგაციის წარმომადგენლების ჩამოსვლა. ჩამობრძანებულია წმინდა ნაწილები, რომელსაც ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსსა და საპატრიარქო რეზიდენციას მუდმივ მფლობელობაში გადასცემენ.
† დღეს საღამოს 00:00 სთ (27 მაისი ღამის 3 საათამდე) მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლები მეუფე გრიგოლთან და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის მამებთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღავლენენ.
† ხვალ დღის 11:30 სთ (28 მაისი) სამადლობელ ლოცვას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისადმი მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლები მეუფე გრიგოლთან და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის მამებთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებენ.
მისამართი: ხობი, პირველი მაისი




