მოსახლეობას გამოკვლევები უფასოდ უტარდება


„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ და ადგილობრივი თვითმმართველობა ხობის მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და „ც“ ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით საპილოტე პროგრამას ახორციელებენ.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და „ც“ ჰეპატიტის ანალიზი უფასოდ ჩაიტაროს. დღეის მდგომარეობით გამოკვლევა ჩაუტარდა 2500 მოქალაქეს (ჰეპატიტი აღმოაჩნდა 70 პირს, ხოლოშიდსი -2 პირს).
პროგრამა 1 აპრილს დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.