ხობში (ხეთაში) ავტომობილი ბოძს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა, არიან დაშავებულები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, დაშავდნენ. ისინი ზუგდიდისა და ხობის
საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური.
ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.


შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას