გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში (ვიდეო)

19 აპრილს, პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
   საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და  საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.
   სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.