ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა


ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ბუკია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 2018 წლის 21 მარტს გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრება) მონაწილეები შეაფასეს.
კანდიდატებს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ.