მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მონოგრაფია - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა გამოსცა ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მონოგრაფია - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“. მონოგრაფია ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მასში საგანგებოდ არის განხილული და გააანალიზებული ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლის იონა ხელაშვილის (1778-1837 წწ.) ცხოვრება და შემოქმედება. ნაშრომში მოცემულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული იონა ხელაშვილის თხზულებათა შემცველი ყველა ხელნაწერის აღწერილობა და სისტემური კლასიფიკაცია, რეკონსტრუირებულია მის მიერ განვითარებული ქრისტიანული ფილოსოფიის კონცეფცია; გარდა ამისა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქართული და უცხოური საარქივო მასალების მოძიებისა და დამუშავების შედეგად, სრულად აღადგინა იონა ხელაშვილის ცხოვრების პორტრეტი, ზუსტად დაადგინა მისი ბიოგრაფიის დღემდე ნაკლებად ცნობილი ან სრულიად უცნობი ფაქტები და დეტალები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: