ბლიც-ინტერვიუ დავით ბერაიასთან

სახელი: დავით გვარი: ბერაია
საქმიანობა : იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
თქვენი წარსულის ერთი ლამაზი დღე : ლამაზი დღეები რა თქმა უნდა იყო, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ყოველი დღე ლამაზი იყოს. რას ინატრებდით? გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოს! სურვილი რომელიც ვერ აისრულეთ : ყველა სურვილი სრულდება, ზოგი ადრე ზოგი გვიან. ყველაზე მეტად რას არ ისურვებდით? არ ვისურვებდი რომ ადამიანები ცუდად ექცეოდნენ ერთმანეთს, წუთისოფელია ეს ქვეყანა, ბოროტებისთვის დრო არ უნდა იყოს. ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ : ჩემთვის ძვირფასი და ახლობელი ადამიანების გარეშე
თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე : მოთმინება, მიტევება, პატიება თუმცა ეს მარტივი არ არის.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება: ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა მინდა.
რისი გჯერათ? მჯერა სამართლიანობის, სამართლიანობა დიდად განაპირობებს პიროვნების სიმშვიდეს.
რასაც არასოდეს გააკეთებდით? არ გავაკეთებდი იმის საპირისპიროს რასაც ადამიანში ვაფასებ.
ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება : სიკეთის კეთების უნარი.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ? ადამიანი ღვთის მოშიში უნდა იყოს.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ? ყველაფერი კარგად იქნება.
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის? უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სიტყვებით გიპასუხებთ:
„ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგო და დაინახავ
რომ ყველაფერი კარგად იქნება“
როგორ მოხვდით პოლიტიკაში? ჩემი პოლიტიკა - ქვეყნის და ხალხის სამსახურია, ამიტომაც ვარ აქ.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები? ალბათ შინაგანი ხმა, რომელიც გვასწავლის რა არის სიკეთე და ბოროტება, სამართალი და უსამართლობა.
ის რაც ძალიან გინდათ იცოდეთ? ბევრი საიდუმლოს გასაღები მინდა მქონდეს , თუმცა იდუმალებასაც ხომ გააჩნია ხიბლი?
რითი ილამაზებთ ცხოვრებას? ცხოვრება ისედაც ლამაზი და მშვენიერია, მაგრამ სიურპრიზები საკუთარ თავსაც უნდა მოუწყო.
როგორი გინდათ დაგიმახსოვრონ? ერთგულ, კეთილ, საიმედო ადამიანად.
როცა უკან მოიხედავთ რას ხედავთ? დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება რაღაცეები სხვანაირად გამეკეთებინა, თუმცა ბევრს არაფერს შევცვლიდი.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით? ჩემი სურვილია ერთიანი საქართველო, ძლიერი მოქალაქეებით...
რისი თქმაც ადრე გინდოდათ და დღეს ჩვენთან იტყვით: დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, არ ვატკინოთ გული არავის, გვიყვარდეს და ჩვენც დავიმსახურებთ სიყვარულს.