აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა

21 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა გაიმართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ინვაზიურ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს და პროგრამის დეტალები განიხილეს.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება  მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი  ტექნიკა) ავტომობილი.