ხობის მუნიციპალიტეტში მავნებლის დამჭერი ხაფანგები მონტაჟდება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მავნებლის დამჭერი ხაფანგების (ფერომონები) განთავსება მიმდინარეობს. დღეისათვის, 11 ადმინისტრაციულ ერთეულში დადგმულია 85 ერთეული ხაფანგი; მუნიციპალიტეტში სულ 153 ერთეული ხაფანგი დაიდგმება, განისაზღვრება მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი. 
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისგან შექმნილია მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეცნობიან მდგომარეობას და სწავლობენ მავნებლის შესაძლო გავრცელების არეალს.
აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.