ძველი ხიბულის გოგონათა გუნდი რეგიონული პირველობის გამარჯვებულია


სამეგრელო-ზემო სვანეთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები მიმდინარეობს.
ფრენბურთში რეგიონული პირველობის გამარჯვებული ძველი ხიბულის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა; ხოლო, ვაჟმა ფრენბურთელებმა მესამე ადგილი დაიკავეს. ძველ ხიბულელ მოსწავლეებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში.