ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს


13 თებერვალს, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ კომპიუტერული სკოლის დარბაზში ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა „დროის ბანკის“ არსის გაცნობასა და პოპულარიზაციას. 
„დროის ბანკი“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო ასპექტს წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდებს/ორგანიზაციებს შორის მომსახურების გაცვლას, არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რაც საბოლოოდ მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სოციალური კაპიტალის დაგროვებაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ–ის წარმომადგენლებს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamunagamsakhurdia@gmail.com, ტელ: 577448499; 571051059
ღონისძიება ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ჰაბ–ორგანიზაცია ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. 
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.