საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატზე ხობელმა სპორტსმენებმა 🏆4 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

🥇2018 წლის ჩემპიონები მკლავჭიდში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და წონით კატეგორიაში ხობელები დიტო ბუკია, გიგა კოდუა, დათუნა ჟიშკარიანი, გოჩა სიჭინავა და ანრი ბუკია გახდნენ.
🖇ხობელების ტრიუმფალურ გამარჯვებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დიტო ხასია ესწრებოდნენ.
🖇ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 
18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 60 კგ წონით კატეგორიაში ჭაბუკებს შორის დიტო ბუკიამ ოქროს (მარჯვენა მკლავი) და ვერცხლის (მარცხენა მკლავი) მედლები მოიპოვა.
21 წლამდე ახალგაზრდებს შორის 55 კგ წონით კატეგორიაში ანრი ბუკია ბრინჯაოს (მარჯვენა მკლავი) მედლის მფლობელი გახდა.
21 წლამდე ახალგაზრდებს შორის 60 კგ წონით კატეგორიაში გიგა კოდუამ ოქროს (მარცხენა მკლავი) და ვერცხლის (მარჯვენა მკლავი) მიიღო.
21 წლამდე ახალგაზრდებს შორის 60 კგ წონით კატეგორიაში დათუნა ჟიშკარიანმა ჩემპიონის ტიტული (მარჯვენა მკლავი) და ვერცხლის მედალი (მარცხენა მკლავი) მოიპოვა.
21 წლამდე ახალგაზრდებს შორის 70 კგ წონით კატეგორიაში გოჩა სიჭინავა ოქროს (მარცხენა მკლავი) და ვერცხლის (მარჯვენა მკლავი) მედლებს დაეუფლა.
🔊ვულოცავთ ხობელ მკლავჭიდელებს, მწვრთნელებს და მათ გულშემატკვივრებს ამ დიდ გამარჯვებას!