რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები

ხობის მუნიციპალიტეტს „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განაკარგულებით მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად  3.408.386 ლარი გამოეყო.
თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბაში გზის რეაბილიტაცია (ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა) – 880000 ლარი
პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში გზის რეაბილიტაცია (ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა) – 920000 ლარი
ქალაქ ხობში ქუჩების (26 მაისის და ფიროსმანის ქუჩები, აღმაშენებლის I და II ჩიხები, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია და ერეკლე მეორეს ქუჩა) კეთილმოწყობა - 400000 ლარი
საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 586641

ლარი
პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 320000 ლარი
შუა ხორგის, ქარიატის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი ქსელის მშენებლობა (მეორე ეტაპი) – 301745 ლარი.