ხამისკურში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული პროექტი, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერა.
540 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი
დამონტაჟდა საგზაო ნიშნები
გზის გასწვრივ მოეწყო ბეტონის მონოლითური არხები
პროექტის ღირებულება 153 300 ლარია
დასაქმდა 20 მუშახელი
სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
მერმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.








შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას