ნოჯიხევში გაზსადენის მშენებლობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: ნოჯიხევი, ნაფოშტუ, კუთხე ნოჯიხევი, ზენი, დასახლება) საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა. 
კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“  გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას ახაორციელებს. ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გაზიფიცირების (გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად) მიზნით, განცხადებით მიმართონ 
„სოკარ-ჯორჯია გაზის“ ხობის მომსახურების ცენტრს. ქალაქი ხობი, სტალინის ქუჩა №16, ტელეფონი: 0414 22 24 05.