ნუგზარ წურწუმია საქართველოს ჩემპიონია

სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მიმდინარე საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ და 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობის გამარჯვებული გახდა.

  ფინალურ შეხვედრაში ხობელმა ფალავანმა ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი) 32 წამში დაამარცხა. ნუგზარ წურწუმიამ  ჯერ ოთხქულიანი, შემდეგ კი ორი ორქულიანი გდებით მოიპოვა ქულები  და ჩემპიონის ტიტულს აშკარა უპირატესობით (8-0) დაეუფლა.



შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას