ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში 70 წლის მამაკაცს ეძებე

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში 70 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ზაურ ხურცია სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი იციან. დაკარგული მამაკაცი ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით, იგი კარიერთან ახლოს მდებარე ახლობლის ოჯახში იმყოფებოდა და იქიდან ნასვამ მდგომარეობაში წავიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარე რიონი ჩაედინება. მამაკაცის ძებნა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ადგილზე იმყოფებიან დაკარგულის ოჯახის წევრები და ახლობლები. ასევე, მობილიზებული არიან სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

http://www.interpressnews.ge