ხამისკურში სამარშრუტო ტაქსი ველოსიპედით მოსიარულეს დაეჯახა


ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამარშრუტო ტაქსი ველოსიპედით მოსიარულეს დაეჯახა. 

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. „ევექსის“ ექიმის თეა კვარაცხელიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თუმცა, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სასწრაფო ოპერაციას არ საჭიროებს.

"პაციენტი შემოყვანილია თავის ტვინში სისხლჩაქცევით, სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებით და სხვა დაზიანებებით. მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, თუმცა ამ ეტაპზე სასწრაფო ოპერაცია არ ესაჭიროება",- განაცხადა თეა კვარაცხელიამ.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


წყარო: http://www.interpressnews.ge

შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას