„ცოცხალი წიგნები“ ხობში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ,,პოეზიის მეგობართა კლუბის’’ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა. ბიბლიოთეკაში შეკრებილ მკითხველებს საკუთარი შემოქმედება ელა გოჩიაშვილმა, შალვა ბაკურაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა, ირმა მალაციძემ, ბესო სოლომონაშვილმა, ბელა ჩეკურიშვილმა და ნინია სადღობელაშვილმა წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში იმართება პოეზიის საღამოები, თანამედროვე ავტორთა წიგნების პრეზენტაცია და დისკუსიები მკითხველთათვის საინტერესო თემებზე.











შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას