„გაიღე სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“


12 ოქტომბერს, ხობის იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას, მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული „სისხლის ბანკის“ წარმომადგენლები ეწვევიან. 
საქართველოში მ.იაშვილის კლინიკა ერთადერთია, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. მათ, ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატიურად სჭირდებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. 
17 წლის ხობელ მარიკა კორტავას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის ზემოთ აღნიშნულ კლინიკაში ლეიკემიის დიაგნოზით, სჭირდება დახმარება. დავუდგეთ გვერდით ხობელ ახალგაზრდას და ჩავერთოთ აქციაში - „გაიღე სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“. 
ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები. 
დაინტერესებულ პირებს, 11 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ, მობრძანდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში (სტალინის ქუჩა N6) და გაიღონს სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.

შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას