გილოცავთ სტუდენტობას

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ძვირფასო ახალგაზდებო, გილოცავთ სტუდენტობას. თქვენ გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. განსაკუთრებით მინდა მივულოცო, ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს, მშობლებს და პედაგოგებს.
სტუდენტობა ეს  არის საუკეთესო პერიოდი განათლების მისაღებად. მე, ღრმად მწამს, თქვენი განათლებითა და შრომით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. 
სტუდენტებო, გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ გზაზე.

გამგებელი
გოჩა ქაჯაია