ხობში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი მცირე საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლაიტი“ ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის) მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ქალაქ ხობში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელ მცირე საწარმოს აშენებს. დღეისათვის, შენობის კეთილმოწყობა დასრულებულია და საწარმოს შესაბამისი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა მიმდინარეობს. საგრანტო პროექტში მოპოვებული თანხის მოცულობამ 84 ათასი ლარი, ხოლო კოოპერატივის თანადაფინანსებამ 28 ათასი ლარი შეადგინა. საწარმო ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა და მასში 20 ადამიანი დასაქმდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი საწარმო: ფქვილის, ღერღილის და საქონლის კომბინირებული საკვების წარმოებას დაიწყებს.