WSOPC Rozvadov-ის საგზურების გათამაშების პირველი საგზურის მფლობელი


სულ ცოტა ხნის წინ აჭარაბეთზე WSOPC Rozvadov-ის საგზურების გათამაშება დაიწყო. შაბათს, 22 ივლისს პირველი ფინალური ტურნირი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულს, bet_man123-ს გადაეცემა საგზური როზვადოვის Main Event-ზე, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდიც 1,000,000 ევროა. საგზური მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, Main Event-ის ბაი-ინს (1650 ევრო) და სამოგზაურო ხარჯებისთვის დამატებით 500 ევროს.
პირველი საგზურის მფლობელი ოფისში გვესტუმრა და ჩვენს კითხვებს უპასუხა.
ფინალურ ტურნირზე როგორ მოხვდით?
bet_man123: 2.20 ევროიანი ფრიზაუთი ვითამაშე და ბილეთი იქ მოვიგე. ფინალური ტურნირის მოგება უფრო მარტივი იყო, ვიდრე სატელიტის, რადგან უფრო გამოცდილ მოთამაშეებთან მიწევდა დაპირისპირება.
პოკერში თქვენს გამოცდილებაზე მოგვიყევით.
bet_man123: პოკერის თამაში სულ რაღაც ორი წელია რაც დავიწყე. ჯერჯერობით ლაივ ტურნირის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ონლაინ ხშირად ვთამაშობ. ძირითადად ტურნირებს, მათ შორის სპინ პოკერსაც. ქეშ მაგიდებზე შედარებით იშვიათად. საპრიზო ადგილზეც გავსულვარ რამდენჯერმე.

როზვადოვის ტურნირისგან რას ელოდებით?
bet_man123: პირველ რიგში გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება ლაივში თამაში. ალბათ ონლაინ თამაშზე უფრო რთულიც. ვეცდები ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო.
საყვარელი საწყისი ხელი თუ გაქვთ?
bet_man123: ხშირად ამბობენ, არ მაქვსო, მაგრამ მჯერა რომ სინამდვილეში ყველას აქვს. ჩემი საყვარელი კარტი ვალეტ-ათიან ყვავებია.
თუ გსურთ როზვადოვში მეინ ივენთზე მოხვედრა, ითამაშეთ ყოველდღიურისატელიტები აჭარაბეთზე, მოხვდით ფინალურ ტურნირზე და გექნებათ შანსი გაემგზავროთ 1,000,000 € GTD ტურნირზე ჩეხეთში. სატელიტების განრიგი იხილეთ აქ. 
წყარო : http://adjarablog.com/wsopc