ხეთაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გზის  რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი. 
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 36800 ლარია,  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ ახორციელებს.
ზემოთაღნიშნული პროექტის პარალელურად, ქალაქ ხობში, ახალსოფლის, გურიფულის, პირველი მაისის, პატარა ფოთის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 14 მილიონ ლარამდეა.  




შევეწიოთ მონასტრის აღორძინებას