ხეთაში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად:
Ø  იცვლება წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები;
Ø  კეთილმოეწყობა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი;
Ø  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამონტაჟდება პანდუსი;
Ø  კეთილმოეწყობა ბაღის  ეზო;
Ø  მონტაჟდება კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება  389 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე 25 მუშახელია დასაქმებული.
2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ერთი, სრულად კეთილმოეწყო სამი, ხოლო ნაწილობრივ გარემონტდა ოცდაორი საბავშვო ბაღი.